რუსთავის მერიაში პროექტის - „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიციირებული პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავს მიზნად.

„რუსთავის მერი, პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძე, მათ რუსთავში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ქალაქის მერმა 15 რუსთაველ სტუდენტს, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან, ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

პროგრამა - „მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე მასში 60 სტუდენტი იყო ჩართული. მეხუთე ეტაპზე ერთ თვიან სტაჟირებას კიდევ 15 ახალგაზრდა გაივლის. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე გაეცნობიან.

შეხვედრას ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილი და პროექტის მენეჯერი მარიამ ლაცაბიძე ესწრებოდნენ.

პროექტში ჩართვის მსურველები ონლაინ რეგისტრაციით შეირჩნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება