პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გერმანელ პროფესორ ნორბერტ ბერნსდორფის შეხვდნენ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ ახალი კანონის იმპლემენტაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გერმანიის სოციალურ საკითხთა ფედერალური სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, სამსახურის ორენოვანი, პერიოდული, სამეცნიერო გამოცემის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრსა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, ნორბერტ ბერნსდორფს უმასპინძლა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა პროფ. ნორბერტ ბერნსდორფს სამსახურთან თანამშრომლობისათვის დიდი მადლობა გადაუხადა. „დაარსების დღიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უალტერნატივო პრიორიტეტი მისი ინსტიტუციური განვითარება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარება გახლავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდგომ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგის ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.

მოხსენებაში პროფ. ნორბერტ ბერნსდორფმა პოზიტიურად აღნიშნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება და მისი შესაბამისობა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“, მონაცემთა დაცვის სამართლის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან. მან მზადყოფნა გამოთქვა ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესის სამეცნიერო-საექსპერტო მხარდაჭერის მიზნით, სამსახურთან თანამშრომლობაზე, ამასთან, საკანონმდებლო ნოვაციების შესახებ სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ სამეცნიერო-სადისკუსიო პლატფორმებში მონაწილეობის თაობაზე. პროფ. ბერნსდორფმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ინსტიტუტებზე ისაუბრა და შედარებითსამართლებრივ კონტექსტში მათი ევროპული სამართლით მოწესრიგება მიმოიხილა. იგი, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა პრაქტიკას შეეხო, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის იმგვარ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა მესამე ქვეყანაში მონაცემთა გადაცემა, მონაცემთა კლასიფიკაცია, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა დაცვის ოფიცერი და სხვა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მონაცემთა დაცვის დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს იზიარებს და დიდწილად ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთანაა“ შესაბამისობაში. საქართველოსთვის მისი მიღება უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ევროპული სამართლებრივი კულტურისა და ევროინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისათვის. ვულოცავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმატებას ვუსურვებ მას ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში“, - აღნიშნა პროფესორმა ნორბერტ ბერნსდორფმა.

შეხვედრაზე დრო განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსიას დაეთმო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება