იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და თეთრიწყაროს მერი სოფელ ნაპილნარის სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლეა

11 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაპილნარის სკოლის მასწავლებელს ნურიე ქაზუმოვს და მეოთხე კლასის მოსწავლე იაღმურ ჩოიდაროვას შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა იურიდიული დახმარების სამსახურისათვის პრიორიტეტია. დავით სიმონიამ მასწავლებელსა და მოსწავლეს დეტალურად გამოჰკითხა მათი სამართლებრივი საჭიროებების შესახებ და ასევე მიწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისებზე.

„აღსანიშნავია, რომ სოფელი ნაპილნარი მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და სკოლაში მხოლოდ ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლეა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, სოფლის მოსახლეობა, ძირითადად, ცხენით გადაადგილდება. იურიდიული დახმარების სამსახურის უახლესი სერვისის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თავად იურისტებმა ადგილზე მიაკითხონ ბენეფიციარებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება