მარიჯანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სტადიონი გაიხსნა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

"საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კამპანიაში #შენიმოედანი აქტიურადაა ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, რომელიც ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

„სპორტული მოედნის რეაბილიტაცია MUGA (Multi Use Games Area) კონცეფციის მიხედვით მოხდა, რაც თანამედროვე და მაღალი ხარისხის სპორტული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ე.წ. „დარბილებული“ სპორტული მოედანი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშოს მისთვის საყვარელი სპორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ გარემოში.

კამპანია ქ. თბილისის საკრებულოს, კომპანია "რენიუ ჰოლდინგის" და აიპ "მომავლის კალათბურთის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის თორნიკე კუპრაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

„საქართველოს ბანკი“ აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა კიდეც თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონის გახსნაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, სადაც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, დაკავდეს მისთვის სასურველი სპორტის სახეობით - იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ ჩოგბურთი, და ხელი შეუწყოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას“, - აღნიშნა კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე კუპრაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო