პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტული ხაზის ავტორი, დედაც და მამაც არის პუტინი და პუტინის რუსეთი

ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტული ხაზის ავტორი, დედაც და მამაც არის პუტინი და პუტინის რუსეთი - რუსული პროპაგანდაა, რომ თითქოს, დასავლეთი ემუქრება ჩვენს ეროვნულ იდენტობას,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პუტინის განცხადებას, რომ საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება" რუსულ პროპაგანდაზე დგას და ამის მთავარი წყარო პუტინია.

„პუტინის დღევანდელი განცხადება, თითქოს რუსეთი არის დსთ-ს ქვეყნების იდენტობის გადამრჩენელი და რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები წინა ხელისუფლების ბრალია, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტული ხაზის ავტორი, დედაც და მამაც არის პუტინი და პუტინის რუსეთი.

რუსული პროპაგანდაა, რომ თითქოს დასავლეთი ემუქრება ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ისიც, რომ რუსეთს თითქოს მტრული განწყობები საქართველოს მიმართ არ ჰქონია და არ აქვს და ეს მხოლოდ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალია.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ მტრულ პროპაგანდას არ გაიზიარებენ და არ აჰყვებიან", - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება