გიგა ბოკერია - რუსეთის ბოროტმოქმედ დიქტატურად გამოცხადებისას არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს

რუსეთის ბოროტმოქმედ დიქტატურად გამოცხადებისას არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მიერ რუსეთის დიქტატურად გამოცხადებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თავისუფალი სამყაროს სხვადასხვა ინსტიტუციებიდან დაგვიანებული, თუმცა ლოგიკური, ლეგიტიმური და საჭირო პროცესი მიდის პუტინის რუსეთის, როგორც ბოროტმოქმედი, ტერორისტული სახელმწიფოს შეფასებისა.

„ბოლო დღეებში საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი „ჰოლოდომორიც“ აღიარა გენოციდად, რომლის მემკვიდრეც არის დღევანდელი რუსეთი. ასეთ დროს კი ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით წინ წაწევდა.

არ გვყავს მთავრობა, რომელიც მაგალითად 90-იანებში საქართველოში რუსების მიერ ქართველთა გენოციდს ან 2008 წლის აგრესიის შედეგად განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას დააყენებდა საკითხად. ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთისგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოებს გვტოვებს რუსეთთან“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება