თინა ბოკუჩავა - „ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - სტრასბურგში ქვეყნის ინტერესების დაცვა მოუწია ოპოზიციის წარმომადგენელს, "ოცნების“ წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათთვის გაცილებით კომფორტულია რუსეთის, ამ შემთხვევაში პუტინის პირადი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები, იცავენ პუტინს და რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“.

„ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათთვის გაცილებით კომფორტულია რუსეთის, ამ შემთხვევაში პუტინის პირადი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ სტრასბურგში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მოუწია ოპოზიციის წარმომადგენელს, ქალ დეპუტატს. მე, ასევე მომიწია ქვეყნის ინტერესების დაცვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კოპენჰაგენში, სადაც შესწორება დავაყენე რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა რუსეთის მიზანთან დაკავშირებით, ოჩამჩირეში გახსნას სამხედრო ბაზა, იქაც, როგორც დღეს სტრასბურგში, კოპენჰაგენში საერთოდ დარბაზში „ოცნების“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ პუტინი არის ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენის გარანტი და ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები, იცავენ პუტინს და რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება