გორის მერია - ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და ზემო სობისამდე გრძელდება. მისი სიგრძე კი 6 633 მეტრია.

„პროექტის ფარგლებში ასფალტი იგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ეზოებში შესასვლელებში და გზის მიერთებებზე. მიმდინარეობს ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.

პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია.

წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.

პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!