პეტრე ცისკარიშვილი - რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან რუსეთის ამ რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელია - ამას კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია

რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან რუსეთის ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილს იმედი მაქვს, რომ ბევრი სახელმწიფო, გლობალური ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიზიარებენ და მხარს აუბამენ იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაშია მოყვანილი.

ამასთან, მისივე თქმით, პუტინი უნდა დასრულდეს და ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

„საქართველო დსთ-დან ჯერ კიდევ 2008 წელს გამოვიდა, ცნობილი რუსული აგრესიის გამო და ჩვენ მათთან არანაირი საერთო არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ივანიშვილის რეჟიმის, მათ მიმართ კეთილ განწყობას და რუსეთის მიმართ რევერანსებს. პირდაპირ ვთქვათ, სამწუხაროდ, მათი ფილიალი და გაგრძელება არიან პუტინისტური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ამ ტენდენციას, ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათაც ნახეს რუსეთის რეალური სახე, მათაც ნახეს ის აგრესია, რომელიც გასულ წელს განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ და ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად არც გეოპოლიტიკურად, აღარც ეკონომიკურად არაფერს არ წარმოადგენს, არათუ დსთ არაფერს არ წარმოადგენს, არამედ ე.წ „ოდკბ“, რომელიც არის რუსეთის გარშემო რამდენიმე დსთ-ს ქვეყნის უსაფრთხოების სათანამშრომლო ფორმატი, მათაც კი უთანხმოება აქვთ ერთმანეთში და მათაც არ აქვთ საერთო გეოპოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური პლატფორმა. ისინი ყველა სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან, ზოგი ჩინეთთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას, ზოგს დასავლეთისკენ აქვს ვექტორი აღებული და პრიორიტეტს ანიჭებს ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან ამ რუსეთის რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს დიქტატორი, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების და გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი და ამაზევეა მიბმული შუაგულ ევროპაში მშვიდობის დამყარება. ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა და ეს ყველას უნდა, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მაშინ პუტინი უნდა დასრულდეს, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ეს რეზოლუცია არის ყინულმჭრელი და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი სახელმწიფო, გლობალური ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიზიარებენ და მხარს აუბამენ იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში იყო მოყვანილი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის