დედოფლისწყაროს მერიისა და Skillwill-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები Skillwill-ში სრული დაფინანსებით სწავლობენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და Skillwill-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლა უკვე დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება და ციფრული მარკეტინგი.

სტუდენტებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, Skillwill-ის დირექტორი, გიგი გიორგაძე და სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს სწავლის პირველი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„მიმაჩნია, რომ Skillwil-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რადგან ეხება ახალგაზრდებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას“, - ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

გიგი გიორგაძე: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და Skillwill-ის თანამშრომლობის პირველი ეტაპი ყველასთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან ამ პარტნიორობის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებთან ერთად უნდა შეიქმნას წარმატების მაგალითები, რომელიც დედოფლისწყაროში და მთლიანად რეგიონშიც ახალგაზრდებს მისცემს სწავლის მოტივაციას“.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება