შალვა მხატრიშვილი - სსფ-ის პროგნოზები საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებთან თანხვედრაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეხმაურება. აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, ფონდი წელს საქართველოში 2.4%-იან ინფლაციასა და 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

მხატრიშვილი აცხადებს, რომ სსფ-ის პროგნოზები სებ-ის პროგნოზებთან თანხვედრაშია.

„ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში განაცხადა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2023 წლისთვის საშუალოდ 2.4%-ს შეადგენდა. ის ფაქტი, რომ ჩვენი პროგნოზები თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებთან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაკროეკონომიკური ანალიზის კუთხით ჩვენ მსგავსი ხედვები გაგვაჩნია“, - აღნიშნავს შალვა მხატრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სსფ-მა გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა 10 ოქტომბერს განაახლა და ქვეყნების მიხედვით ახალი ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება