გარდაბანში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის გადაწყვეტილებით, გარდაბანში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი იწყება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს, პროექტთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილეები - რამაზ ბუდაღაშვილი, ფუად მირზოევი და ლევან ხმალაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო შეხვედრისას გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის პროექტით გათვალისწინებული პროცედურები, სამუშაოების ხარისხი და ვადები განიხილეს.

„სულ მალე, გარდაბანში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც გულისხმობს ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას.

ჩვენ გვინდა მუნიციპალიტეტში გვქონდეს ისეთი ლიფტები, რომლებიც უსაფრთხო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ამისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი გამოიყო“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ლევან ხმალაძემ, ფუად მირზოევმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ახალკაციშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ონიანმა და კომპანიის წარმომადგენელმა, ქალაქ გარდაბანში და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს და პარალელურად, მოსახლეობასთან პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება