ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს ჩრდილოეთ ღაზას სექტორის საღამოს რვა საათამდე დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს ჩრდილოეთ ღაზას სექტორის საღამოს 8 საათამდე დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ავიჩაი ადრაი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

„თუ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით სამხრეთით უნდა გაემართოთ. დარწმუნებული იყავით, რომ რეგიონში დარტყმების მომზადების ფონზე „ჰამასის“ ლიდერები მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნავენ“, - წერს ადრაი.

ცნობისთვის, თავდაპირველად ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს პარასკევს შუაღამეს შეატყობინეს, რომ 24 საათი აქვთ ვადა ღაზას სამხრეთით ევაკუაციისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება