გიგი წერეთელი - აშშ-ის ელჩისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამ ხელისუფლების პირობებში, საარჩევნო წელს მუშაობა

არ ვიცი „ოცნება“ რას შეეცდება, როგორ პოზიციონირებას გადაწყვეტს - შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ამერიკასთან პრობლემა არ გვაქვს და წინა ელჩის ბრალი იყო და ახალ ელჩთან შეეცდება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. თუმცა, არ მგონია, რომ ასეთი მიამიტი იყოს ვინმე, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის ჩამოსვლას.

როგორც გიგი წერეთელი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არჩევანია, თუ როგორი იქნება ელჩთან მომავალი ურთიერთობა.

„არ ვიცი „ოცნება“ რას შეეცდება, როგორ პოზიციონირებას გადაწყვეტს. შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ამერიკასთან პრობლემა არ გვაქვს და წინა ელჩის ბრალი იყო და ახალ ელჩთან შეეცდება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. თუმცა, არ მგონია, რომ ასეთი მიამიტი იყოს ვინმე, იმიტომ რომ აქ ელჩის პირად დამოკიდებულებებზე ძალიან იშვიათად არის საუბარი. ყველა ელჩი ახმოვანებს ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად მიჰყვება პრეზიდენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის, ანუ აშშ-ს სახელმწიფოს პოზიციას“, - აცხადებს წერეთელი.

მისივე თქმით, ამერიკაში ძალიან კარგად იციან საქართველოს ფასი და რისთვისაც სჭირდებათ სტრატეგიული პარტნიორობა.

ამასთან, წერეთელი ამბობს, რომ საქართველოს აქვს ამერიკის მხარდაჭერა, რომელიც ამ ხელისუფლებას არ მოუტანია, წინა პერიოდის დამსახურებაა და ამას ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

„ამერიკას ჩვენ ვჭირდებით, როგორც პარტნიორები და ამიტომაც არასდროს ხელი არ გაუშვია საქართველოსთვის. ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ურთიერთობები ეფუძნება პრინციპებს, ღირებულებებს და თანამშრომლობას. შენ თუ მეგობარი მეძახე და მე კი- „ჩემი ომში ჩათრევა გინდა, ჩემი მტერი ხარ, ღირებულებებს და ტრადიციებს მიუქმებ“ და ა.შ. რა თქმა უნდა, ასე მეგობრობა არ გამოვა. ახალი ელჩია, ახალი შესაძლებლობებია და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს ქვეყანას, მის დემოკრატიულ მომავალს გამოადგება. რობინ დანიგენი ჩამოდის რთულ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანიაა დაწყებული და ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება, რომ ჰქონდეს სწორი პოზიციონირება და სათანადო კომუნიკაცია. იმედი მაქვს, რომ გამოწვევას წარმატებით დაძლევს, რადგან მაღალი დონის და ძალიან გამოცდილი დიპლომატია“, - განაცხადა წერეთელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო