ზუგდიდის მერიამ 22 ახალგაზრდას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეს გამართულ კომისიაზე ფინანსური მხარდაჭერა ჯამში, 22 ახალგაზრდას გაეწია.მათ შორის, 18-მა სტუდენტმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა, ხოლო 4 ახალგაზრდას საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევისთვის ფულადი ჯილდო გადაეცა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერიისა და ტექნოპარკის თანამშრომლობით ანაკლიაში პირველი ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა. ბანაკის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული გუნდი Aceup გახდა, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო 2 000 ლარი ჯილდოს სახით.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია: ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია; ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა; არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა; საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება