გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს რუსთავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს რუსთავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.

„ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„უკვე ახალ რუსთავშიც გვექნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგური, საიდანაც 24 საათის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას. ეს მოგვცემს საშუალებას, დავგეგმოთ ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებები და პროექტები”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

აღნიშნული სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით რუსთავში და ვხსნით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურს. მსურს მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლის მხარდაჭერას გააგრძელებს შვედეთის მთავრობა, რათა საქართველოს ჰქონდეს ჰაერის ხარისხის შესაბამისი მონიტორინგის სისტემა. მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ასპექტია“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება