სავაჭრო პალატის ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანიების ინსტრუქტორები გადამზადდნენ

სავაჭრო პალატის ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანიების ინსტრუქტორები გადამზადდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროგრამაში 11 კომპანიის 23 ინსტრუქტორი მონაწილეობდა.

„აღნიშნული პროგრამის მიზანია კომპანიების გადამზადება პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემთ სწორად მოახდინონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კომპანიის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ასევე საშუალებას მიცემს სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული განათლების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესში.

კურსის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამა ხორციელდება, საქართველოს სავაჭრო პალატისა და შტუტგარტის პალატის ექსპორტის აკადემიის ერთობლივი პროექტის- „პროფესიული განათლება და სასწავლო პარტნიორობა” ფარგლებში. ტრენინგი დაფუძნებულია გერმანულ AEVO კურსზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება