მედია - ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებს

ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებს.

ისრაელის მიერ დაანონსებული მასშტაბური თავდასხმის დაწყებამდე 1.1 მილიონზე მეტ ადამიანს რეგიონის დასატოვებლად ვადა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე აქვს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მოსახლეობას სამხრეთისკენ გადაადგილებისა და მდინარე ღაზას გადაკვეთის უფლებას ორი მთავარი მარშრუტის საშუალებით აძლევენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად შეუძლებელია და ისრაელს მოუწოდებს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი ამ დრომდე მძევლად რჩება. პარალელურად კი, ისრაელის ავიაიერიშებს სულ მცირე 2 200 პალესტინელი ემსხვერპლა, 8 700-ზე მეტი კი დაშავდა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტს 100-ზე მეტი უცხოელი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბრიტანეთის, ტაილანდის, საფრანგეთისა და არგენტინის მოქალაქეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება