ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

რიადში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.

მან ასევე ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხო ტერიტორიების შექმნისა და ღაზასთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობის შესახებ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა.

ფაისალ ბინ ფარჰანმა აღნიშნა, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს და ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება