ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში წუხელ 100-ზე მეტი სამიზნე გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონში „ჰამასის“ ასზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა: „ჰამასის“ შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები.

მათივე ინფორმაციით, განადგურდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის, ნუხბას ძალების მეთაური ბილალ ალ კედრა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელში, კიბუც ნირიმში მომხდარ მკვლელობებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება