ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში კიდევ 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია

ღაზას სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 329-მდე გაიზარდა, დაშავებულია 9 000-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე საპასუხო შეტევა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც 1 300 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება