თამარ გაბუნია - ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ

ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს.

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა - დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე, არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ებოტის“ წარმოების, 200 000, მაღალი ხარისხის, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

მისი განმარტებით, ვაქცინა იცავს როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.

„ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მიგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის, მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის რომ როგორც კი დადგება ორსულობა აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას, აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ორშაბათიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება