„გირჩის“ ინიციატივით, პარლამენტში ინიცირებულია რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს

"გირჩის" ინიციატივით, პარლამენტში ინიცირებულია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ერთპიროვნული მმართველი ხდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს. რეგლამენტის ყველა მუხლი სწორედ ამ დათქმით უნდა იქნეს წაკითხული.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრი უფლებამოსილი იქნება პარლამენტში არ გამოცხადდეს, საკუთარი მანდატი სხვა პარლამენტის წევრს გადასცეს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.

როგორც "გირჩი" განმარტავს, მათი პროექტის მიზანია პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმებისა და თავმჯდომარის მართვის სტილის რეგლამენტში ასახვა.

"გირჩის" განცხადებით, ცვლილებით, ზუსტად ისეთ სამართლებრივ წესრიგს მივიღებთ, როგორი პრაქტიკითაც დღეს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის პირობებში მოქმედებს.

"პროექტის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეს ის უხერხულობა ავაცილოთ, რომელიც რიგ შემთხვევაში რეგლამენტის წესების და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შეუსაბამობით არის გამოწვეული.

ცვლილების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, მისი გადაწყვეტილებები არის ერთპიროვნული, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის ტრადიციას შეეფერება. შეიძლება ამგვარი ჩანაწერი ცალკეული პოლიტიკოსის მიერ კონსტიტუციასთან არათავსებადად იყოს აღქმული, თუმცა კონსტიტუციის ბოლოდროინდელმა ინტერპრეტაციებმა, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის ნაწილში, გვაჩვენა, რომ კონსტიტუცია საკმაოდ მოქნილი ტექსტია და ნებისმიერი ქმედების გამართლების საფუძველს მოიცავს. ამდენად, ჩვენი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის ტექსტსა და სულისკვეთებასთან", - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი 16 ოქტომბერს ბიუროს წარედგინება. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო