ოთარ შამუგიამ სოფელ საკეციაში,  დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა

რაჭაში, სოფელ საკეციაში, მევენახე დავით ციმაკურიძეს მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მევენახის რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონებისთვის სამინისტროს ახალი პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებშიც სამეწარმეო საქმიანობა ფინანსდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს. ვფიქრობთ, რომ წელს, რაჭაში, დაახლოებით 1500 ტონაზე მეტი იქნება მოსავალი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ვენახების გაშენების პროცესს. გვაქვს ახალი პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის არის მარნების მოწყობის დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მევენახემ შეძლოს ღვინის დაწურვა, დაყენება და უფრო მაღალი შემოსავლით მისი რეალიზება; საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული ახალი პროგრამით სარგებლობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა დავით ციმაკურიძის ღვინის მარანიც „საკეციის მარანი” დაათვალიერა, რომელიც მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით გახსნა. შპს „საკეციის მარანს" წლიურად 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მარანში წელს ღვინოს პირველად დააყენებენ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა