ელჩი - 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება - დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ შემოსულა

დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ შემოსულა და იმედი მაქვს, არც გვექნება ასეთი ინფორმაცია, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება.

„ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება