ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში მძევლები, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა.

მისი თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული.

”ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

”მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის”, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება