ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის მოსახლეობისთვის საევაკუაციო დერეფანი 10:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზას მცხოვრებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საევაკუაციო დერეფანი დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე იმოქმედებს და ამ პერიოდში მოსახლეობა ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებას შეძლებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებს ოპერაციებს ამ მარშრუტის გასწვრივ ამ პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, მოსახლეობამ, მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვოს და სამხრეთით გადავიდეს.

”დარწმუნებული იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე უზრუნველყვეს მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება”, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება