საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ნია გალეგაშვილი და თამარ ბახტაძე გერმანიაში, მიუნხენში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკავავრო და სამაგისტო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს, შედეგად კი ბავარიაში ერთთვიან პრაქტიკას გაივლიან.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის ნინო ახობაძის თქმით, ფაკულტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს კომპანია HIPP-თან. 2017 წლიდან წელიწადში ორჯერ ტარდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულები გერმნანიის სხვადასხვა ქალაქებში გადიან პრაქტიკას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. მიმდინარე პროექტი ეხება ბავარიის ერთ-ერთი უძველეს მონასტრში საკონფერენციო დარბაზის აღდგენას. ჩვენი სტუდენტები დარბაზის კედლებზე განსათავსებელ ნახატებს შექმნიან. ეს იქნება დიდი ზომის ნახატები, რომელშიც დაცული იქნება აქ არსებული და უკვე დაზიანებული, ბავარიის სხვადასხვა მმართველის ფრესკების სტილი. საკონკურსო დავალების მიხედვით, კონკურსანტებს არსებული ნახატის რედიზაინი უნდა გაეკეთებინათ. კონკურსზე ძალიან კარგი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გამორჩეული იყო ბაკალავრიატის სტუდენტის თამუნა ბახტაძის და მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის ნახატები. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები მუდმივად იქნება გამოფენილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, - აცხადებს ნინო ახობაძე.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის იყო კიდევ ერთი შანსი საერთაშორისო არენაზე, წარმოეჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი.

„ყოველთვის გამორჩეულად ვიყავი დაინტერესებული დიზაინის სფეროთი. მიყვარს სიახლეები, ინოვაციები, ამ სფეროს დიდი შესაძლებობები და პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი, რომელზეც შევაჩერე არჩევანი ბევრს მომცემს და დიდ წვლილს შეიტანს ჩემს განვითარებაში. ცოდნას, რომელსაც აქ მივიღებ, აუცილებლად გამომადგება პრაქტიკულ საქმიანობაში. მინდა გითხრათ, რომ კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, კონკურსში მონაწილეობა ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა განვითარებისთვის, ძალების მოსასინჯად. კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილება, სადაც დავალება იყო შემდეგნაირი: უნდა მოგვეძია ინფორმაცია ბავარიის მმართველის შესახებ და მისი ცხოვრებიდან, მმართველობიდან გამომდინარე, გაგვეკეთებინა მისი პორტრეტის რედიზაინი. მე წარვადგინე ალბერტ მეხუთეს პორტრეტის რედიზაინი, რომელიც შინაარსობრივად დავტვირთე, ნახატი შევასრულე ტილო/აკრილში, რაც ჟიურის მოეწონა და გავიმარჯვე. მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ამ ეტაპზე არ გაუმართლა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის გამარჯვებულები საინტერესო ნამუშევრებს შევქმნით“, - აცხადებს ნია გალეგაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება