ლილოში აქცია - “დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი” მიმდინარეობს

დიდ ლილოში მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონთან აქცია - “დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი” მიმდინარეობს.

გადაკეტილია ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი მანქანები ნაგავსაყრელზე შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პირველ ეტაპზე ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას 48 საათით აპირებენ, ვიდრე ადგილზე თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდება და პრობლემა არ აღმოიფხვრება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ქრისტინე გაბისონიას განცხადებით, მათ თბილისის მერიასთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა შემდეგ აღნიშნული შეწყდა.

“თბილსერვის ჯგუფთან, მერიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა რაღაც ეტაპზე ეს კომუნიკაციაც შეწყდა და აღარ აგრძელებენ ჩვენთან საუბარს. ამიტომ გადმოვინაცვლეთ აქ და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება და სასურველ შედეგს მივაღწევთ, რომელიც არცერთ მხარეს დააზიანებს”, - აცხადებს ქრისტინე გაბისონია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება