ჯეიმს კლევერლი - ისრაელი ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეების საფრთხიდან გამოყვანას, „ჰამასი“ კი მათ საფრთხეში ჩაგდებას - ესაა ამ ორს შორის ფუნდამენტური განსხვავება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, პალესტინელი ხალხის ტანჯვაში დამნაშავე „ჰამასია“.

მისი თქმით, ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა ისრაელი ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმებისგან. მათ აქვთ მოვალეობა მინიმუმამდე დაიყვანონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მე ამას ვაცხადებდი ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობასთან ყველა საუბარში“, - აცხადებს ჯეიმს კლევერლი.

მისი თქმით, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მას პირადად უთხრა და ასევე საჯაროდაც განაცხადა, რომ ისრაელი პატივს სცემს და დაიცავს საერთაშორისო კანონს.

„გვსურს, მინიმუმამდე დავიყვანოთ პალესტინელთა მსხვერპლი. გვსურს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისრაელის მსხვერპლი. გვინდა, რომ ყველამ პატივი სცეს მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ რეალური განსხვავება ისაა, რომ ისრაელი ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეების საფრთხიდან გამოყვანას. „ჰამასი“ ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას და ეს არ ამ ორს შორის ფუნდამენტური განსხვავება“, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება