ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ორშაბათს კვლავ ისრაელში გაემგზავრება, - ინფორმაციას CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მილერის განცხადებით, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი ამჟამად კაიროში იმყოფება. 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ის უკვე იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება