გივი მიქანაძე ვარშავაში საპარლამენტო არჩევნების და რეფერენდუმის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მალტის პარლამენტის წევრ კრის სედთან ერთად ვარშავასა და მის შემოგარენში პოლონეთის სეიმისა და სენატის არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგს ახორციელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისიის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონიტორინგი განახორციელა ვარშავის 5 და დედაქალაქის შემოგარენის 12 საარჩევნო უბანზე.

„მონიტორინგის შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს წარედგინება, რომელიც ხვალ, ოფიციალურ ბრიფინგზე წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება