ჯეიკ სალივანის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომი უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის რისკი არსებობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„არსებობს ამ კონფლიქტის ესკალაციის რისკი, მეორე ფრონტის გახსნა ჩრდილოეთში და, რა თქმა უნდა, ირანის ჩართულობის - ეს არის რისკი. სწორედ ამიტომ მოქმედებს პრეზიდენტი ასე სწრაფად და გადამწყვეტად, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ავიამზიდი შეიყვანოს, სპარსეთის ყურეში - თვითმფრინავები, რადგან მას სურს შეკავების ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს ნებისმიერ სახელმწიფოს ან ნებისმიერ აქტორს, რომელიც შეეცდება ამ სიტუაციის გამოყენებას“, - აღნიშნა სალივანმა.

ისრაელი დიდი ხანია ადანაშაულებს ირანს მარიონეტულ ომში ჩართვაში იმ ჯგუფების მხარდაჭერის გზით, მათ შორის „ჰამასის“, რომლებიც მის სანაპიროებზე შეტევას ახორციელებენ. ირანი 7 ოქტომბრის თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ირანი თავდასხმის უკან ირანი დგას.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება