მაჰმუდ აბასი - “ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ჰამასისქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, პალესტინელ ხალხს წარმოადგენს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა აბასმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარში.

აბასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში და დაუყოვნებლივ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნით სამედიცინო მარაგით, წყლით, ელექტროენერგიით და საწვავით უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი თქმით, ღაზადან პალესტინელების გადასახლება პალესტინელი ხალხისთვის მეორე კატასტროფას წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება