მედია - აშშ-ში 71 წლის კაცმა 6 წლის ბავშვი მოკლა, დედა კი დაჭრა იმის გამო, რომ მუსლიმები იყვნენ

აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ პლეინფილდში 71 წლის მამაკაცმა 32 წლის ქალი და მისი 6 წლის შვილი დანით იმის გამო დაჭრა, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი შერიფის ოფისში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი დედა კი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დეტექტივებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ამ სასტიკ თავდასხმაში ორივე მსხვერპლი ეჭვმიტანილის სამიზნე იმის გამო გახდნენ, რომ მუსლიმები იყვნენ და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო“, - აცხადებენ შერიფის ოფისში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდასხმის დროს ყვიროდა : "თქვენ, მუსლიმები უნდა მოკვდეთ!"

თავდამსხმელი, ჯოზეფ ჩუბა დაკავებულია და მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამო წარუდგინეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება