ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.

„ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.

ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება