სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ამ თვალსაზრისით ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დისკუსია ხელს შეუწყობს დისკუსიის გახსნას, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხზე არ მიმდინარეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება სახალხო დამცველის ინიციატივით, სადაც მონაწილეობს ერთი მხრივ, სახელმწიფოს ყველა პასუხისმგებელი უწყება, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საკითხი ეხება კონფლიქტის მხარეებს, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს, როგორც საოკუპაციო ხაზის იქით, ასევე აქეთა მხარეს აწუხებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს დისკუსია იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასთან და ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ ინიციატივით გამოვედით, დავუძახეთ ყველ მხარეს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და პასუხისმგებელია კონფლიქტის მოგვარებაზე, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დისკუსიის გახსნას, რომელიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში ბევრი მიზეზი გამო, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს", - განაცხადა იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება