ფრიდონ ინჯია - თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

„ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს.

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღცია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს,"- განაცხადა ინჯიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება