ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო 2023“ დასრულდა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო 2023“ დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.

ფესტივალის დახურვას ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო, პროფესიონალურმა ჟიურიმ ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზების მფლობელები გამოავლინა:

ფესტივალი „ილო 2023“-ის გამარჯვებული გახდა და გრან პრი მოიპოვა ფოტომ „დაღლილი, ჩაძინებული ილო“, ავტორი - მალხაზ ახვლედიანი.

I ადგილი - გელა პატიაშვილი, „ქალის პორტრეტი პროფილში“;

ll ადგილი - მორის ბენსიმონი (საფრანგეთი), „ქალის პორტრეტი“;

lll ადგილი - იგორ გაიდაი (უკრაინა), ჯგუფური პორტრეტი „დედები და ბავშვები“.

მათივე ცნობით, 20 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებულია ანა დემეტრაშვილი, ფოტოსათვის „კონცერტამდე“.

ჟიურის სპეციალური პრიზი „ფესტივალის აღმოჩენა“ ვილი ფილცს (ბელგია) გადაეცა, ფოტოსათვის „ქალი და ქათამი“.

მადლიერების დიპლომებით დაჯილდოვდნენ ნატალი ტუფენკჯიანი, იური მეჩითოვი და ბერტრან ლისბონი.

პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ.

„3 დღის განმავლობაში, ჩვენი ქალაქი მსოფლიოს 7 ქვეყნიდან ცნობილ თუ დამწყებ ფოტოხელოვანებს მასპინძლობდა. ბევრი საინტერესო, ორიგინალური ფოტო ვიხილეთ საკონკურსო გამოფენაზე. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, მონაწილეს და განსაკუთრებულად, გრან პრის მფლობელს, ჩვენს თანაქალაქელს მალხაზ ახვლედიანს! მადლობა ყველას, ვისი ძალისხმევითაც საერთაშორისო ფოტოფესტივალი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება