თეონა აქუბარდია - ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს

ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას. ის ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.

„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე "ქართულ ოცნებას". ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა "ქართული ოცნების" კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო",- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება