23-24 ოქტომბერს თბილისში SBC Summit Tbilisi 2023 გაიმართება

23 და 24 ოქტომბერს, თბილისში, ჩატარდება iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi, რომელიც გაიმართება ბრიტანული ორგანიზაციის, SBC და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით.

ღონისძიებას დაესწრება ათასზე მეტი დელეგატი არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანებიდან. 23 ოქტომბერს გაიმართება წინასარეგისტრაციო ღონისძიება და წვეულება, რომელსაც სასტუმრო „სტამბა“ უმასპინძლებს, ხოლო 24 ოქტომბერს კი ჩატარდება ღონისძიების ძირითადი ნაწილი სასტუმრო „შერატონში“, რის შემდეგაც გაიმართება ვახშამი და დასკვნითი წვეულება რესტორან „რესპუბლიკაში“.

დელეგატების წინაშე წარდგება 40 სპიკერი, რომელთა შორისაც იქნებიან სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები და სპორტსმენები. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და რაღათქმაუნდა, iGaming.

SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი და მრავალი სხვა. SBC საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის.

SMH არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი დონისა და სტანდარტების კონფერენციას.

აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, კომენტარი SMH-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა გააკეთა: ,,ბედნიერი ვარ, რეგიონში SBC-ს გაფართოებას სწორედ SMH რომ ახორციელებს. განსაკუთრებულად მიხარია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონფერენცია ტარდება თბილისში, ქალაქში, სადაც ჩვენი კომპანია არის დაფუძნებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო უფრო მკაფიოდ მოვნიშნოთ iGaming-ის იმ დამსახურებულ რუქაზე, რომელზეც ჩვენი დიდხნიანი პოზიციონირება და განვითარება ნათლად ჩანს. ამდენად დიდი ბრენდის საქართველოში შემოყვანით, ჩვენ ერთგვარ პლათფორმას ვთავაზობთ ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, რათა გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის.’’

https://sbcevents.com/sbc-summit-tbilisi/?fbclid=IwAR1tMe11MAdEH-c1mfH42-pUKbAC00whiRoTI7EVtXchAcQipyrZAdmshSA

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო