მერაბ ტურავა - ჩვენი პოზიცია 50 გვერდს აღემატება - ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს

ჩვენი პოზიცია 50 გვერდს აღემატება - ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებსა და მის სწორ ინტერპრეტაციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენი მოსამართლე რა პოზიციას უჭერს მხარს და ერთსულოვნებაა თუ არაა ერთსულოვნება [პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე], ამის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერამდე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

„არსებობს თათბირის საიდუმლოება, რომელიც არავის უნდა გაანდო, სანამ მოსამართლეები ხელს არ მოაწერენ გადაწყვეტილებას. შეიძლება მოსამართლემ ხელმოწერამდე შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ხელმოწერა იქნება 12 საათის შემდეგ და ხელს რომ დოკუმენტს მოაწერს მოსამართლე, ამის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია. რამდენი მოსამართლე რა პოზიციას უჭერს მხარს და ერთსულოვნებაა თუ არაა ერთსულოვნება, ამის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერამდე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითათბირეთ, გავცვალეთ აზრები, ჩამოვაყალიბეთ პოზიციები და შევთანხმდით, რომ რადგან 16 ოქტომბერი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში გადაწყვეტილების გამოცხადების ბოლო დღე იყო, ჩვენ ამ ვადას რადგან ვერ დავარღვევდით, დოკუმენტი გამზადებულია ხელმოსაწერად. ამის შემდეგ გადაწყვეტილება პირდაპირ არ ცხადდება, დაახლოებით ორი საათი სჭირდება სამართლებრივ დეპარტამენტს, რომ ექსპერტიზა გაიაროს, ტექნიკური ხარვეზი არ იყოს ტექსტში. ამის შემდეგ დარბაზში ცხადდება საჯაროდ, შემდეგ გვაქვს დრო ეს დასკვნა გავაგზავნოთ საქართველოს პარლამენტში და ავტვირთოთ ჩვენს ვებგვერდზე, აუცილებლად დღეს! ჩვენი პოზიცია 50 გვერდს აღემატება, ამ 50 გვერდში თქვენ წაიკითხავთ ყველაფერს იმას, რაც ჩვენი დასკვნის დასაბუთებას უკავშირდება. მოსამართლეებს შორის არცერთი არაა ისეთი იურისტი, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნას მოაწერს ხელს. ჩვენი დასკვნა იქნება სამართლებრივად სწორი და შესაბამისად, ამ სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებაზე, დასკვნაზე ბევრს შეუძლია საკუთარი სპეკულაციური აზრი გამოხატოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებსა და მის სწორ ინტერპრეტაციაზე.

ჩვენს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებთ სამართლებრივი არგუმენტები, მათ აქვთ გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული და თუ დასკვნა მათ პოზიციას არ დაემთხვა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იტყვის, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულიცაა, რომ მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ორგანო, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს 50 გვერდი, სამართლებრივად არის გამართული“,- განაცხადა ტურავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება