გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით ხაშურში ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს

გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს. მე-9 კლასელი გოგონა უგონო მდგომარეობაში ხაშურში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს. 14 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აღნიშნული არასრულწლოვანი ორი წლის წინ დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა ერთ-ერთ საქმეში. კერძოდ, გარდაცვლილი გოგონას ჩვენების საფუძველზე, 2021 წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, სსკ-ის 11 პრიმა და 137-ე მუხლებით წარდგენილი ბრალის საფუძველზე, გოგონას ბაბუა დააკავეს.

პროკურატურამ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარუდგინა.

მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი იყო ჩართული.

2022 წლის 12 სექტემბერს, შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება