ლევან ბეჟაშვილი - იმპიჩმენტს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი არ აქვს - „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციაა, საზოგადოების ყურადღების სხვა თემებზე გადატანისთვის

იმპიჩმენტის პროცედურას სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი არ აქვს, „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მანიპულაციაა, საზოგადოების ყურადღების სხვა თემებზე გადატანისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

მან საპარლამენტო ჯგუფს მოუწოდა, რომ თუ პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვის საკითხი დადგება, დარბაზი დატოვონ.

„უახლოეს პერიოდში, იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი. ჩვენი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, იმთავითვე ცხადი იყო. ამ პროცედურას სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი არ აქვს, „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მანიპულაციაა, საზოგადოების ყურადღების სხვა თემებზე გადატანისთვის. ამიტომ, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, რომ თუ იმპიჩმენტის განხილვის საკითხი დადგება, დარბაზიდან გამოვიდეთ და ამ პოლიტიკურ თამაშში „ქართული ოცნება” მარტო დავტოვოთ”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება