GITA-მ საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის რეგიონული საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ხელი შეუწყოს და ამასთან, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

„საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში უკვე გამოვლინდნენ. ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი, 9 ოქტომბრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს კომისია შეაფასებს, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლია. ასევე, არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა, მეწარმე სუბიექტი შესაბამის რეგიონში დარეგისტრირდნენ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება