ფოთის მერია - ქალაქ ფოთში 4 სპორტული მინი მოედანი სრულად განახლდა

ქალაქ ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 4 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: არზიანის ქუჩა; ახალი რაიონი; კოსტავას ქუჩა; გორგასლის ქუჩა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური მინდვრის საფარი, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები. შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 255,219 ლარი შეადგინა.

„ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ხახუბიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ასევე გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც გაეცნენ ადგილობრივების საჭიროებებს. ამ ეტაპზე, დამატებით, 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ქალაქში აქტიურად გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება