„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, როსტევანის ქუჩა N4-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე რთული აღდგენითი სამუშაოები დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან ხვალ, 17 ოქტომბერს, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კავრტლებს, ნუცუბიძის III მიკრორაიონს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ბუდაპეშტის, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს, ასათიანის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში - ხატაეთის, ფარნავაზის, შერმადინის, გიორგიწმინდას, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის, მიხეილ მესხის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს. როსტევანის II ჩიხს.

ზაჰესში - ხანძთელის ქუჩის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო