ანა დოლიძე - არ ვიცით, ვართ თუ არა უსაფრთხოდ ისრაელში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, ქვეყანაში ნდობის ჯგუფი არ არსებობს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სასწრაფოდ ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

პარტიის ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის დღეს ის მთავარი თემა, რაზეც პარლამენტში უნდა საუბრობდნენ.

„ის ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხს უნდა იხილავდეს, ვგულისხმობ, გეოპოლიტიკურ და შიდა თემებს. ეს ორგანო არის მკვდარი, ნდობის ჯგუფი არ არსებობს. უნდა დავსვათ კითხვა - ჩვენ ვართ თუ არა უსაფრთხოდ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიყვანონ ოპოზიციონერები ამ ნდობის ჯგუფში, შეიკრიბონ და გავიგოთ, რამდენად დაცულები ვართ. საქართველოში ებრაელ ტურისტებიც არიან, ირანელებიც, არაბებიც. მრავალი რელიგიის, ეთნოსის ხალხია საქართველოში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვართ. არ გვინდა ამ თემებზე მსჯელობა? ამის ნაცვლად ჩვენ უნდა ვისაუბროთ კობახიძის დაწყებულ და დაუსრულებელ თამაშზე, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხება“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!