ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონსტიტუციამ მედეგობა შეინარჩუნოს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციამ მედეგობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილი ირწმუნება, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მხარდაჭერის საკითხზე მმართველ გუნდს არც ერთ საპარლამენტო ჯგუფთან მოლაპარაკება არ გაუმართავს და ამ თემაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციაში ასახული წესი და სულისკვეთება უნდა იყოს კიდევ ერთხელ განმტკიცებული, რათა შემდგომში არც ერთ თანამდებობის პირს კონსტიტუციის ისეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მიეცეს, როგორიც მის პოლიტიკურ მოსაზრებებს აწყობს და ამან ქვეყანაში ისეთი სახელისუფლო შტოები არ წარმოქმნას, რომლებიც კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან იქნებიან გასული.

როცა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, პროცედურის გათვალისწინებით, ოქტომბრის ბოლოს საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება. კენჭისყრის თაობაზე კონსულტაციებს არავისთან ვაპირებთ - ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს, რა პასუხისმგებლობითაც ისინი კონსტიტუციას უდგებიან. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და დამატებით კონსულტაციებს ჩვენ არ ვაპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო