გურამ მაჭარაშვილი - საუბარი არ არის ცენზურის განხორციელებაზე - საზოგადოებას უფლება აქვს, ინფორმაცია ისე მიიღოს, რომ იქ არ იყოს ლანძღვა-გინება

საუბარი არ არის ცენზურის განხორციელებაზე - საზოგადოებას უფლება აქვს, ინფორმაცია ისე მიიღოს, რომ იქ არ იყოს ლანძღვა-გინება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენამ მედიასივრცეში ძალიან მოიმატა.

"სიძულვილის ენა რომელია და რომელი ტელევიზიიდან უფრო გადმოიფრქვევა ხოლმე, ამას საზოგადოება კარგად იგებს. რაც შეეხება რეგულაციას, დაინიცირებულია ცვლილება, რომლის მიხედვით არსებული თვითრეგულაცია თუ ვერ მოხერხდება, მხოლოდ მაშინ შედის ძალაში ეს რეგულაცია, ანუ თავად იმ მაუწყებელს, სადაც შეიძლება გაჟღერდეს სიძულვილის ენა, თვითრეგულირების მექანიზმი გააჩნია შესაბამის მაუწყებელს და თუ ეს ვერ ან მოახერხა, მაშინ მოხდება მარეგულირებელში ამ საკითხის განხილვა, ასე რომ აქ არანაირ ცენზურაზე საუბარი არ არის. სამწუხაროდ, სიძულვილის ენამ მოიმატა ძალიან მედიასივრცეში, საუბარი არ არის იმაზე რომ ცენზურა განხორციელდეს, საზოგადოებას უფლება აქვს ინფორმაცია ისე მიიღოს, რომ იქ არ იყოს ლანძღვა- გინება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება